სახანძრო კიბე მრავალსართულიანი შენობებისთვის-იაპონიის მთავრობის საჩუქარი ბათუმს

23 ნოემბერი 2019, 18:00 4113 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა.

აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკს ავტოკიბე შეემატება. იგი საამრთველოს იაპონიის მთავრობისგან საჩუქრად გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციების დროს ავტოკიბე  ქალაქ ბათუმის სახანძრო-სამაშველოს დანაყოფების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

"ავტოკიბე გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისვის, რაც ქალაქ ბათუმისთვის, მზარდი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შენაძენია"-აცხადებენ საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი