კონკურსში „შენი იდეა ბათუმს“ -მერიის მრჩეველთა საბჭო დღეს 10 პროექტს გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობისთვის 30 იდეა დარეგისტრირდა. ამის შემდეგ შერჩეულ პროექტებზე ბათუმის მცხოვრებლებს შეეძლებათ ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში.
იდეების განხორციელება კი ხმის მიცემის შემდეგ, რიგითობის შესაბამისად დაიწყება. წელს იდეების კონკურსის ბიუჯეტი ნახევარ-მილიონ ლარამდე გაიზარდა. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მერიის წარმომადგენლებმა 18 პროექტის შესახებ განაცხადეს, რომ ისინი მერიის პროექტებთან დუბლირებაში არიან და ეს მრჩეველთა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს.