საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველ გიორგი კოხრეიძეს მრჩევლები ხვალ დილით მოუსმენენ. ეს ის კანდიდატია, ვისი სარჩელის საფუძველზეც წინა ბორდის პირობებში მეოთხე კონკურსი შეჩერდა.
სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი და მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროცესი ხელოვნურადაა მართული, მთავარი მიზანი კი არხის სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.
კოხრეიძეს ბოლო კონკურსში ორი ხმა ჰქონდა - დაუჭერენ თუ არა მას მხარს ამჯერად ახალი მრჩევლები ეს ხვალ გაირკვევა. ხვალ შედგება გასაუბრება ლაშა ზარგინავასთან, მაია მერკვილაძესთან, ნათია ზოიძესთან და შოთა გუჯაბიძესთან. დღეს კი 4 კანდიდატს მოუსმინეს.