ახალი დეტალები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საქმეში

21 ნოემბერი 2019, 18:28 1498 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოგონილ ბრალდებად აფასებს.  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია. ციტატა: „კომიტეტი საზღვარზე პროვოკაციის ფაქტს თბილისში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირებს“. ვაჟა გაფრინდაშვილის მე-13 დღეა უკანონო პატიმარია.

მის გათავისუფლებას სულ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი ითხოვს.  ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებამ  ინტერნეტ სივრცეში სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელა. გაფრინდაშვილის  დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ მისი კოლეგებიც ესპანეთიდან.  საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს განიხილავენ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი