"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი დააკავეს

21 ნოემბერი 2019, 17:55 1481 ნახვა

პარტია „ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველოს“ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ და დისკომფორტს შეუქმნიან.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი