ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდა. ცენტრმა 4 ერთეული მაღალი გამავლობის, საჭირო მოწყობილობით აღჭურვილი ტოიოტას ფირმის მანქანა შეიძინა. ტექნიკის ღირებულება 574 ათას ლარს შეადგენს. ახალი ტექნიკა ქალაქის მერმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს.
დაგეგმილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის განახლებაც. ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 13 ბრიგადა ემსახურება.