ხულოში, დიდ რიყეთში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია ნახევარი ჰექტარი ტერიტორია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, ქედის, შუახევისა და ხულო 6 სახანძრო ჯგუფი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ცეცხლი ტყის ქვედა მასივს შუადღისას გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ერთ კერაზე გაჩნდა ხოლო შემდეგ ქარის საშუალებით სხვადასხვა ადგილზე გადავიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება უკვე დაიწყო, სამართალდამცველები დაადგენენ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.