საქართველოში ოჯახებში პირველ 3 პრობლემად უმუშევრობა, გაზრდილი ფასები და სიღარიბე სახელდება

19 ნოემბერი 2019, 10:40 1702 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, გამოკითხული 1500 პირიდან  უმრავლესობა, 53%-მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 18%-ისთვის მთავარი პრობლემა ფასების ზრდაა, 6% -ისთვის სიღარიბე, მას კი დაკარგული ტერიტორიები მოსდევს-3%-ით. 

მოსახლეობის მიერ მთავარ გამოწვევებად  დასახელებულ საკითხთა პირველ ოთხეულში  სოციალური პრობლემები ლიდერობს, მას კი საკმაოდ დაბალი პროცენტობით ოკუპირებული ტერიტორიები მოსდევს.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდით თქვენს ოჯახებში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას-გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში  გაუმჯობესდა.

37%- მიიჩნევს, რომ ოჯახში ეკონომიკური  მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, 43%-ისთვის ის მცირედით გაუარესდა, 17% - ისთვის ძალიან გაუარესდა, 1%-მა კი არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.

საერთო ჯამში გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, 39 %-ის კი შედარებით გაუმჯობესდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი