პარლამენტთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა, ქვიშის ტომრებით და ბეტონის ფილებითაა ჩაკეტილი,
მანამდე კი აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, პარლამენტში შესასვლელ ყველა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
მეოთხე დღეა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია - ''ყველა ერთის წინააღმდეგ'' მიმდინარეობს.
მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.
ფოტო: გიგა გელხვიძე