„ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი არამყარია, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს უშველეთ, ნუ დაუმძიმებთ ცხოვრებას“ - აღნიშნა დღეს, ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ოჯახის პრობლემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფო. პატრიარქის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთსულოვნება შენარჩუნდეს.