პლასტმასის პროდუქტების რეგულირების საკითხში ცვლილებები იგეგმება. რეგულაციის სამუშაო ვერსიის თანახმად, პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ასევე ჭიქების და მათი თავსახურების წარმოების, იმპორტის და სხვა ბაზარზე განთავსება აიკრძალება.
რეგულაცია ასევე შეეხება, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათს აწვდიან მომხმარებლებს. სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, პლასტმასის მწარმოებლები და იმპორტიორები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე