საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე