საზოგადოება „ბათომი“ განცხადებას ავრცელებს და „რივიერას“მიერ მერიისთვის წარდგენილი პროექტის, არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების პროცესში საზოგადოების ჩართვას ითხოვს. „ბათომის“ წევრები ამბობენ, რომ ბათუმის მერიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „ რივიერამ“ არქიტექტურულ ნაწილში ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
ამ ეტაპზე კი საზოგადოების ჩართულობა და დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინება ორგანიზაციის წევრებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ნათია აფხაზავას თქმით, ბათუმის კონცხზე ცათამბრჯენების მშენებლობას არ აპირებენ შეეგუონ. მხარეებს მოუწოდებენ, საზოგადოებას, როგორც დაინტერესებულ მხარეს მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა მისცენ.