‘’ერთად ერთის წინააღმდეგ“- აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

17 ნოემბერი 2019, 12:35 1229 ნახვა

ორი აქცია სხვადასხვა ადგილას. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან, 15 საათზე შეიკრიბებიან, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 17:00 საათზე სასტუმრო „რედისონთან“. რუსთაველის გამზირზე კარვები გაშლილია, მოქმედებს აქციის ორგანიზატორების შტაბიც.

მხარდამჭერები კი რეგიონებიდან დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ.  მთავრობის გადადგომა, ცესკო-ს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტება, ვადამდელ პროპორციულ არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლება - ეს ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი