პარლამენტის გადაწყვეტილებას ანალიტიკოსები, ყოფილი თუ მოქმედი დიპლომატები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ამბობენ, რომ ეს შედეგი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ცუდად აისახება.
ევროკავშირის ელჩი კი პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებზე საუბრობს და შეშფოთებას გამოთქვამს. ფაქტს კონგრესმენი ადამ კინზინგერი აფასებს და ამბობს, რომ ეს პუტინისთვის მირთმეული საჩუქარია. ჩაგდებული კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოხატავენ ვაშინგტონშიც.