კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდნენ

13 ნოემბერი 2019, 20:40 1161 ნახვა

მაჟორიტარები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ითხოვენ და საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. ეს მას შემდეგ რაც ჯერ უმრავლესობამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, შემდეგ სახალხო განხილვები მოაწყო და ხალხს დაპირება მისცა. ახლა ამ დანაპირების შესრულების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დაპირების მთავარი ავტორი კი ბიძინა ივანიშვილია. როგორც გაირკვა პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრები დღეს გადადებული კენჭისყრის შემდეგაც გაიმართა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით თუ საკითხი ხვალ მათ სასარგებლოდ არ გადაწყდა მან შესაძლოა პარტიაც დატოვოს და მანდატიც.

პარტიის დატოვებას არ გამორიცხავენ სხვებიც. საკუთარ გუნდში მოწინააღმდეგეთა რიცხვის ზრდას კი მმართველი ლიდერები „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ. ბევრი განცხადება გაკეთდა დღეს სხდომაზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი