ნუ იკრიჭებთ, თქვენ ნებისმიერ დროს ესვრით ილიას, თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

13 ნოემბერი 2019, 13:55 2450 ნახვა

დღეს, საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ''ქართული ოცნება'' პროპორციულ არჩევნებში მიიღებს 50% მხარდაჭერას, ხოლო ''ნაციონალური მოძრაობა'' პარლამენტში 27 მანდატს ვერ აიღებს.

"ნუ იკრიჭები", "ბებიაშენს მოგცემ ახლა"... "თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები, მე ჩემი დასკვნა უკვე გავაკეთე," - ეს რეპლიკები მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოსვლის დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები იცინოდნენ. 

დეპუტატმა ასევე, განაცხადა რომ ''ნაციონალურ მოძრაობა'' კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილია და ნებისმიერ დროს მოკლავდა ილიას (ჭავჭავაძეს).   

"კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები... ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული ბერბიჭაშვილის საქმეში", — განაცხადა ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი