ხელვაჩაურში ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ

11 ნოემბერი 2019, 19:31 1335 ნახვა

ავარიული დაზიანების გამო, ხელვაჩაურში ძველი ქსელის აბონენტებს, დღეს, 11 ნოემბერს, ღამის 12:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. ''ბათუმის წყალი'' ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი მოუშვით რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ - წერს კომპანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი