ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დაჩქარებას ითხოვს ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის წევრი

11 ნოემბერი 2019, 12:34 1953 ნახვა

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დაჩქარებას ითხოვს  ნაციონალური მოძრაობის ხულოს ორგანიზაციის წევრი.   ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ტოდინს” პრობლემები აქვს, რის გამოც სამუშაოები ორივე ლოტზე შეჩერებულია.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. კომპანია „ტოდინში“ კი სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.  პირად საუბარში ამბობენ, რომ სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში