ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან თავად დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის ოთხი სენატორისა და ორი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილზე, სადაც მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.