პაველ ჰერჩინსკის წერილი და გამოხმაურებები

07 ნოემბერი 2025, 17:48 124 ნახვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028  წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება და მათი გადადგმული ნაბიჯები ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, ევროპელი პარლამენტარები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ქვეყანა შორდება ევროკავშირის გზას და საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გავრცელებული კომენტარებიდან და განცხადებებიდან ისინი ითხოვდნენ მმართველი პარტიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესებას და მათ ღალატში სდებდნენ ბრალს.

თემას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე