პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის კანონზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთ უკრაინის ომზე და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება. პრემიერის თქმით, ხელოვნურ გამოწვევებს აწყდებოდნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე 2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარადგინეს.