შუახევში ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა

09 ნოემბერი 2019, 14:10 2918 ნახვა

სოფელ ნიგაზეულში ხანძრის შედეგად  ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  სახლში 75 წლის მამაკაცი ცხოვრობდა. უხუცესი მეზობლებმა შენობიდან დროულად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო შუახევისა და ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა ვერც სახლის და ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა მოხერხდა.

მაშველების დახმარებით განადგურებას გადაურჩა რამდენიმე მეტრში არსებული სახლი.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ზარალს კომისია შეისწავლის. სავარაუდოდ, ცეცხლაძეებს აჭარის მთავრობიდან 10 ათასი ლარით დაეხმარებიან.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსრკ-ს 188 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში