“და ჩვენ ვიცეკვეთ”- პოლიტიკური შეფასებები

08 ნოემბერი 2019, 18:30 1269 ნახვა

მას შემდეგ, რაც კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ფილმის პრემიერაზე ძალადობრივი შინაარსის განცხადებები გაკეთდა, პროცესს ხელოვანები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. ამბობენ, რომ დემოკრატია და ადამიანის თავისუფლება საფრთხეშია.  “წმინდა ბნელეთი და შუასაუკუნეების აზროვნება-დაუშვებელია საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ფილმი აინტერესებს ამის გამო პრობლემები ექმნებოდეს” – ასე ფიქრობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს ფილმის პრემიერაზე წასვლას გეგმავს.

ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ  მას შემდეგ, რაც ფილმის შინაარსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სიცოცხლის საფრთხის შემცველ მუქარებს იღებდნენ, ნაციონალურ ანსამბლში შეხვედრისას კი უთხრეს, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არსებობენ. ფილმს, რომლის ჩვენებასაც საქართველოში ეწინააღმდეგებიან, ოსკარზეა ნომინირებული, ასევე უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო წარმატება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი