"თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან" - რომან გოცირიძე

08 ნოემბერი 2019, 16:51 1589 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში ხინკლები მიიტანა.

გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შალვა თადუმაძის ნამდვილი თანაკურსელი ვერ იპოვა, რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად იცრუა, რომ მათი ხინკალზე დაპატიჟება გადაწყვიტა.

"ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ სწავლობდა შალვა თადუმაძესთან, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში, არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა მოტყუების მცდელობები იყო. მიუხედავად ამისა, რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, რომ გადავწყვიტე დამეპატიჟებინა ეს ხალხი ხინკალზე და მათთვის მოვაწყვე ასეთი გემრიელი "ხინკალფართი", სამწუხაროდ არცერთი არ მოვიდა, ამიტომ გეპატიჟებით ჟურნალისტებს"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ერთი თვის წინ რომან გოცირიძემ,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად მისი თანაკურსელები სახინკლეში დაპატიჟა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი