საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ბათუმია, ვიზიტის ფარგლებში ელჩი გუშინ ბათუმის ფრანკოფონულ საზოგადოებას, სტუდენტებს, მასწავლებლებს და საფრანგეთში კურსდამთავრებულებს შეხვდა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განათლების კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს. დიეგო კოლასის განცხადებით ფრანგული უმაღლესი სასწავლებლები გაცვლითი პროგრამებით ინტერესდებიან, ელჩი აპირებს ბათუმში იმ სკოლებსაც ეწვიოს სადაც ფრანგული ენა ისწავლება.