მძღოლებისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება

07 ნოემბერი 2019, 20:07 3624 ნახვა

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება - სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში მძღოლს ადმინისტრაციული წესით დააპატიმრებენ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. კანონი რამდენიმედღიან პატიმრობასთან ერთად, მართვის მოწმობის 2 წლით ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით მიზანი არ არის ვინმეს დაკავება, ან აუცილებლად მკაცრად დასჯა, მიზანი ასეთი დანაშაულის მიმართ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის გაზრდაა.

ასეთი დანაშაულის და სხვადასხვა მიზეზის გამო წელს მხოლოდ 9 თვეში საქართველოში 30 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 337 ადამიანი კი დაიღუპა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი