28 წლის ზაქრო ბუთხუზის დაკავების ფაქტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი - სუს

07 ნოემბერი 2019, 10:20 1102 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 28 წლის ზაქრო ბუთხუზის დაკავების ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი