Microsoft-მა ინოვაციური ტექნოლოგია HAMS-ი შექმნა, რომელიც დამწყებ მძღოლებს, მართვის მოწმობის პრაქტიკულ ნაწილს, ინსტრუქრუქტორის გარეშე შეასწავლის.
მცირე ზომის მოწყობილობა ავტომობილში თავსდება. ის ორი კამერით, არის აღჭურვილი, ერთი კამერა გზისკენ არის მიმართული, მეორე კი ავტომობილის მძღოლისკენ. ასევე, HAMS-ს ასევე გააჩნია სენსორები, რომლებიც მძღოლის ქმედებებს აფიქსირებენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ტექნოლოგია დამწყებ მძღოლს ავტომობილის მართვის ათვისებას გაუმარტივებს და ამავდროულად ინსტრუქტორის მუშაობას ეფექტურს გახდის.
პროგრამის დახმარებით, ინსტრუქტორი დისტანციურად გააკონტროლებს საჭესთან მყოფი ადამიანის ქმედებებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ავტომობილის მართვის შემსწავლელი ინდივიდუალური კურსი ბევრად უფრო იდეალური, სასიამოვნო და მარტივი იქნება.
პროგრამამ ინდოეთში ტესტირება წარმატებით გაიარა, უახლოეს პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოცდიან.