კანონიერი ქურდის - ლავასოღლის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია პროკურატურასთან გაიმართა

06 ნოემბერი 2019, 15:39 3953 ნახვა

 ბათუმში , თურქეთის საკონსულოს  შემდეგ,  საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ე.წ-ლი  კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  თურქეთის ციხეში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრები პატიმრის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ მინდია გორაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, საქართველოს შესაბამისი უწყებები კი მის საქმეს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ადვოკატები ეჭვობენ, რომ გორაძის ექსტრადირება საქართველოს ხელისუფლებას არ აწყობს.  გორაძე თურქეთში,  ერთ წლის წინ დააკავეს,  მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც პატიმრობა ემუქრება.  პროკურატურაში აცხადებენ, რომ საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი