კეზუას გამოფენა

08 სექტემბერი 2016, 00:00 2197 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მცირე საგამოფენო დარბაზი ახალგაზრდა მხატვრის, ივანე კეზუას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. 16 წლამდე მოქანდაკეს და ბოლო 4 წლის განმავლობაში მხატვრობით გატაცებულ ფერმწერს უკვე აქვს თავისი ხელწერა სამხატვრო ხელოვნებაში. 20 წლის ხელოვანის პორტრეტები და თბილისის მოტივებზე შესრულებული პეიზაჟები არაერთხელ გამოფენილა სხვადასხვა საქველმოქმედო გამოფენაზე. ახალგაზრდა მხატვრის 3 პერსონალური გამოფენიდან - ბათუმელებს პირველად ეძლევათ საშუალება იხილონ მისი ნამუშევრები. ავტორმა 100 ნახატიდან ბათუმისთვის 20 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია.  

ამავე კატეგორიაში