16 წლის გოგონას მოტაცებისთვის სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

05 ნოემბერი 2019, 18:21 1890 ნახვა

არასრულწლოვნის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი, როგორც გამოძიებით ირკვევა,რომ სამმა სრულწლლოვანმა პირმა  სავარაუდოდ ქორწინების მიზნით გაიტაცა 16 წლის გოგონა და მანქანით წალკისკენ წაიყვანა, გოგონა ამჟამად ოჯახში დაბრუნდა და სკოლაში სიარული განაახლა.

მიუხედავად კანონის გამკაცრებისა წინა წლის მონაცემებით მსგავს 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება,ხოლო მშობლად 715 არასრულწლოვანი გოგონა დარეგისტრირდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობის ცნობიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აუცილებლად მიიჩნევენ სასკოლო დონეზე ამ კუთხით ცვლილებების შემოღებას

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი