მასწავლებელთა საგნობრივი და სასერტიფიკაციო გამოცდები გრძელდება. დღეს საგამოცდო საგნებია 1-6 კლასის ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნება. ბათუმის ორ საგამოცდო ცენტრში დღევანდელ სესიაზე 527 აპლიკანტია რეგისტრირებული. მათ ტესტირებისთვის 5 საათი აქვთ. გამოცდების შედეგებსა და დაგროვილ კრედქულებზეა დამოკიდებული პრაქტიკოსი მასწავლებლების კარიერული წინსვლა.
განათლების რეფორმის მიხედვით, პრაქტიკოსი პედაგოგები 1 თებერვლამდე თუ ვერ შეძლებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას, სკოლა მათ დროებით კონტრაქტს გაუფორმებს, საგაკვეთილო საათებზე კი კონკურს გამოაცხადებს. პენსიონერ პრაქტიკოს მასწავლებლებს კი სამინისტრო ჯილდოს _ 2 წლის სახელფასო ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას, კიდევ ერთხელ იანვარში შესთავაზებს. გამოცდები 8 ნოემბრამდე გრძელდება.