 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            აქტივისტები, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მოქმედი პრემიერის გიორგი გახარიას ბიუსტი დაიკარგა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ''რუსეთი ოკუპანტია'' წერს.
''#იძებნებაგახარია
დამახასიათებელი ნიშან-თვისებები: კრიმინალური გარეგნობა. რუსული გამომეტყველება და საუბრის ტექნიკა. KGB-ს მმართველობის სტილი. ხშირად იხდის ბოდიშს, არ მოტყუვდეთ. ბოლოს შეინიშნა 20 ივნისის, გერმანიის ელჩთან ერთად. მპოვნელი დასაჩუქრდება რუბლებში'' - წერია პოსტში.

გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, სირცხვილიას აქტივისტებმა დადგეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            