პარლამენტის წინ, შსს მინისტრის - გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ბოდიშს მოუხდის ყველას, ვინც წითელ ღილაკს დააჭერს ხელს - ინფორმაციას On.Ge ავრცელებს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ინსტალაცია 12 მაისის მოვლენების გახსენებაა.
"ქართველი მოქალაქეების სახელით, თავისუფალ ქალაქში პარლამენტის წინ გადავწყვიტეთ რომ ამ გზით შეგვეხსენებინა, რა პირობები მიიღეს ერთი წლის წინ აქ და ამ ადგილას", — ამბობს ორგანიზატორი თაკო სულაქველიძე.
კიდევ ერთი ორგანიზატორის, სანდრო ჯავახიშვილის თქმით, აქციების შემდეგ მიღებული ბოდიშის გასახსენებლად ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ მინისტრისგან კიდევ ერთი ბოდიში მიიღოთ.
ბიუსტი პარლამენტის წინ ორი დღე დარჩება, ზუსტად იმდენი დრო, რამდენიც კლუბებში სპეცოპერაციის გამო პარლამენტის წინ აქციები მიმდინარეობდა.