მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც სიძულვილის ენის სამიზნე გახდა - სახალხო დამცველი

01 ნოემბერი 2019, 17:04 1503 ნახვა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია  სინოდში მომხდარ დაპირისპირების შემდეგ, სოციალურ ქსელში პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებს. 

ამბობს, რომ საეკლესიო დაპირისპირების დეტალებში ვერ ერკვევა, თუმცა ბრძოლის იარაღად სექსუალური ცხოვრების გამოყენება, დიაგნოზია ბრალმდებლის სახის. 

"არ ვიცი და ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან (ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში ბოლო რამოდენიმე წელია საჯაროდ არიან ჩართულნი, საერთო არაფერი აქვთ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, წესიერებასთან...). მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის.

მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი" - წერს სახალხო დამცველი. 

გუშინ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ, რომლსაც მღვდელმთავრის სტატუსი ჩამოართვეს, პატრიარქი დაადანაშაულა და თქვა, რომ სინოდის თავმჯდომარე მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი