პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა

01 ნოემბერი 2019, 16:35 1622 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე  დღეს გამოქვეყნდა.

„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.

მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

გუშინ სინოდის გადაწყვეტილებით,  პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლეს. მისივე განმარტებით, გათავისუფლების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში