დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოს დაცვის ქსელის“ ორგანიზებით ნარჩენების მართვის ვორქშოპი მოეწყო. მასზე სახელმწიფო, არასამთავრობო და სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
1992 წელს ბუქარესტში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის შესახებ კონვენციას, რომელიც ზღვის ხელოვნური დამაბინძურებლებისგან დაცვის მექანიზმებს გულისხმობს.