ორი მოსწავლე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში რჩება, ერთს ყბა-სახის ქირურგის ჩარევა სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრი  

29 ოქტომბერი 2019, 17:18 9559 ნახვა

ქობულეთში, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაში რჩებიან. ერთი კი ოპერაციას ელოდება.

"გოგონა, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ იყო, პოლიტრავმით, მას გადაუდებელი ოპერაცია მუცლის ღრუზე ჩაუტარდა, ელენთისა და ღვიძლის ტრავმის გამო. ის იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უგრძელდება დამატებითი კვლევები თავზე, გადაუღეს ტომოგრაფია და პასუხიც მალე იქნება. 

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის შედარებით მძიმე იყო, ისიც პოლიტრავმით შემოვიდა. ჰქონდა გულმკერდის ტრავმა და სახის ძვლების მოტეხილობა, სწორედ ამის გამო, მას სჭირდება სპეციალური ჩარევა ყბა-სახის ქირურგის, ადგილზე არ ხორციელდება ეს მომსახურება " - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 

ყბა-სახის ოპერაციისთვის, ოჯახის გადაწყვეტილებით, 17 წლის ბიჭი ქუთაისის კლინიკაში უკვე გადაჰყავთ. 

კიდევ ორი მოსწავლეს, რომელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო, საავადმყოფოში რჩებიან.   "რაც შეეხება დანარჩენ ორს, რომელთა მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ გოგონას ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გაუკეთდება ოპერაცია" - განაცხადა მინისტრმა.   

სოფელ ქობულეთში ავარია დღეს, 29 ოქტომბერს, მოხდა. ავარიის შედეგად ორი მე-12 კლასელი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა ხეს შეეჯახა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი