გიორგი მამალაძის ადვოკატმა დღეს თქვა, რომ მეუფე იაკობის განცხადების შემდეგ, კითხვებზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო უწყებაში ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები, ასევე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი უნდა მივიდნენ.
ადვოკატმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა დეკანოზის დაკავების დღის ქრონოლოგია და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს აიძულებდნენ მეუფე დიმიტრისთვის ხელი დაედო და ეღიარებინა, რომ ის მკვლელობის თანამონაწილე იყო.