არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს გამოძიების დაწყებას მეუფე იაკობის განცხადების გამო, რომელიც, მათი თქმით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამბობენ, რომ გამოძიების არ დაწყება დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. სახელისუფლებო გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ახალი სკანდალი გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული. ამტკიცებენ, რომ არეულობა არც ეკლესიაში და არც პოლიტიკაში მმართველ ძალას არ აწყობს. მათთვის ტერმინი - „პატრიარქის გადაყენება“ კი უცნობია.