დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი და ბრალდებები კონკრეტულ მაღალჩინოსნებს. მსჯავრდებული დეკანოზი წერილში ყვება, რომ 2 წელი და 8 თვეა სიცოცხლის მოსპობის შიშით ცხოვრობს, ემუქრებიან ბავშვების სიცოცხლის ხელყოფით, რაზეც რამდენიმე თვის წინას განაცხადა, ასევე ემუქრებიან მისი ძმის თორნიკეს დაკავებით.
მსჯავრდებული დეკანოზი წერილში, რომელიც ტელეკომპანია პირველს გაუგზავნა , ადანაშაულებს გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძეს, რომელიც ასევე ყავს ნახსენები ერ კიდევ 2 წლის წინ მის პირველ ჩვენებაში.
ჯერ- ჯერობით კომენტარი საეკლესიო სკანდალზე არ გაკეთებულა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში. ეპარქია ოპერატიულ განცხადებებს არ აკეთებს ხოლმე, როგორც გახსოვთ დეკანოზის დაკავების შემდეგ, ბათუმის ეპარქიაში კონკრეტულად მეუფე დიმიტრიმ მხოლოდ 9 თვის შემდეგ გამართა პრესკონფერენცია.