თბილისში მცხოვრები ადამიანებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის სატრანსპორტო კოლაფსია

24 ოქტომბერი 2019, 20:10 1649 ნახვა

ბოლო რამდენიმე კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისში მცხოვრები ადამიანებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის სატრანსპორტო კოლაფსია.

სანამ ბათუმიდან თბილისში წახვალთ გაითვალისწინეთ, რომ სადგურის მოედანზე საღამოს საათებში შესვლა ძალიან გაგიჭირდებათ, თუ ტაქსით გადაადგილებას გადაწყვეტთ - ეს გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ.  

მოქალაქეები ამბობენ, რომ სატრანსპორტო რეფორმის ნეგატიური შედეგები მათ ყოველდღიურობაზე მძიმედ აისახება.

გვიყვებიან, აცხადებენ, წერენ, მერიას მიმართავენ, მაგრამ უშედეგოდ. ტაქსი გაძვირდა, მეტრო კი იმდენად გადატვირთულია, რომ მატარებლამდე მიღწევაც კი დიდ დროს მოითხოვს.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეები ბედნიერები არიან, მისი მოადგილე კი 3 მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც ხალხით გაჭედილ მეტროში ყოფნა უნდა უხაროდეთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ და რა უნდა იცოდეთ სანამ თბილისში ჩახვალთ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი