არ ჩააგდოთ ურნაში ნივთი, რომელიც ცეცხლს გააჩენს

24 ოქტომბერი 2019, 15:44 1377 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნა დაიწვა. მოქალაქემ ურნაში, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი ჩააგდო. ბათუმის ''სანდასუფთავების'' ინფორმაციით,  ცეცხლი თანამშრომლებმა ჩააქრეს, თუმცა ურნა გამოსაყენებლად უვარგისია.

,,სანდასუფთავება'' მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და ურნებში არ მოათავსონ ისეთი საგნები, რომლებიც ცეცხლს გააჩენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში