რატომ განიხილა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საგამოძიებო ფილმის შინაარსი?

23 ოქტომბერი 2019, 20:50 1433 ნახვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ მომზადებულ ფილმს „რეკლამის ეფექტი“ სადავოდ ხდის და ავტორს სასამართლოში უჩივის. ფილმი კანონში შესული ცვლილების შემდეგ, მაუწყებლის ეთერში განთავსებულ რეკლამას, ე.წ. შუამავლებს და ფულთან დაკავშირებულ ეჭვს ეხება - ამიტომ ნათია კუპრაშვილის აზრით ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ვასილ მაღლაფერიძე კი ამბობს, რომ ფილმი უსაფუძვლოა და ავტორი დეზინფორმაციას ავრცელებს.

მოკლედ,   მაღლაფერიძემ კუპრაშვილის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ფილმში შესაძლო უზუსტობების განხილვა ქარტიის ნაცვლად, სასამართლოს გზით ისურვა. მთავარი გარემოება კი ისაა, რომ საქმეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წერილი დაურთო, რომელიც კუპრაშვილის განცხადებით პრაქტიკულად ფილმის შინაარსის განხილვაში შევიდა და თვითრეგულირების ნაცვლად, კანონით აკრძალულ რეგულირებას დაემსგავსა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში