თბილისში სამგზავრო მატარებელი მოზარდს დაეჯახა, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა. დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.
ინფორმაცია პირდაპირი ჩართვის რეჟიმში ინტერპრესნიუსის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.