საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ, ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა 40 და ქალთა 32 გუნდი იასპარეზებს, ამათგან საქართველოდან მამაკაცთა 2 და ქალთა სამი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთის, საქართველოს ქალთა ნაკრებების შემადგენლობაში 3 ბათუმელი სპორტსმენია. პირველ ნაკრებში სალომე მელია, მეორეში კი – ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე იასპარეზებენ. ევროპის გუნდური ჩემპიონატი 23 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიხსნება. შეჯიბრება 24 ოქტომბერს 15 საათიდან დაიწყება.