რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 67 კგ წონით კატეგორიაში გურამ გიორბელიძე და კახი ასანიძე, 73 კგ წონით კატეგორიაში კი არჩილ მალაყმაძე იასპარეზებენ. გიორბელიძე, ასანიძე ასპარეზობას 16:00 მალაყმაძე კი 20:00 საათიდან დაიწყებენ.
გუშინ 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი დოკვაძემ სამი მედალი მოიპოვა. ატაცში ვერცხლი, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაო.