საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგს თბილისში 2 საათზე ელოდებიან. გენერალურ მდივანი საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩაერთვება.