ანაკლიის პროექტის ''ბოლო შანსი''

19 ოქტომბერი 2019, 20:30 1685 ნახვა

პოლიტიკური შურისძიების მოტივებს უკავშირებენ ანაკლიის პორტის პროექტის ავტორები იმ გარემოებებს, რომელიც ამ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას აფერხებს.  წამზომი ჩართულია, ხელისუფლება, „ბოლო შანსს“ და 2 თვე ნახევარს აძლევს  ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რათა სახელმწიფოს წინაშე  აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

მთავრობა  ამბობს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან პროექტის განხორციელებით,  იმ ფონზე, როცა პორტების ოპერატორ მსხვილ ამერიკულ კომპანია “ეს-ეს-ეი მარინთან” პროექტის ექსკლუზიურობაზე შეთანხმება და ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა ამ დრომდე არ არის მიღწეული.

და მაინც,  რა აფერხებს ანაკლიის პროექტის განხორციელებას, ხაზარაძის პოლიტიკური ზრახვები თუ რუსეთის იმპერიალისტური ინტერესები, განსაკუთრებით ამერიკული გავლენების საპირწონედ? პოლიტოლოგები, არც ერთ ამ ფაქტორს არ გამორიცხავენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც  კონსორციუმი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მსხვილმა აქციონერმა “კონტი ჯგუფმა” დატოვა. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში